logo
ENG



ზონდერჯგუფების სკანდალური ისტორიის გაგრძელება "დროებაში"

28 ივნ 202020:26
3 წუთის საკითხავი
 

„დროების“ წინა გადაცემაში ხელისუფლების სპორტსმენებთან წინასაარჩევნო გარიგების მცდელობის შესახებ მოგიყევით, რომელიც აჭარაში ამჯერად "ქართული ოცნების" კრახით დასრულდა. მოჭიდავე ფირუზ წულუკიძე აჭარის პოლიციის უფროსს და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის მამას, "ქართული ოცნების" სასარგებლოდ უკანონო გარიგების შეთავაზებაში ამხელდა. გარიგება "ოცნების" დასახმარებლად სპორტსმენების ზონდერჯგუფებად მობილიზებას გულისხმობდა. 

სიუჟეტის შემდეგ მოჭიდავე ფირუზ წულუკიძე მის მიმართ მუქარაზე და,  ქვეყანაში დარჩენის შემთხვევაში, დაჭერის საფრთხეზე საუბრობს. 

ფულადი დახმარებიდან - მუქარამდე, თანამშრომლობის შეთავაზებიდან - ქვეყნის დატოვების მინიშნებამდე. "ოცნებასთან" ვერშეთანხმებული მოჭიდავეები პროვოკაციების მოლოდინში და წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული ე.წ კრიმინალური ავტორიტეტები.

სახელისუფლო კუნთები: სპორტსმენები და კრიმინალები - "ქართული ოცნების" იმედი, რომელიც შესაძლოა, მათ თავის ტკივილადაც იქცეს. აჭარული წინასაარჩევნო ქრონიკების გაგრძელება „დროების“ სიუჟეტში.


close დახურვა